„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ქალი, რომელიც 13-წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, კორონავირუსმა იმსხვერპლა.

„გარდაიცვალა ემიგრანტი, თელაველი ეკა ჯიქურაშვილი, რომელიც 13 წელი საბერძნეთში ათენში იმყოფებოდა. ვერ მიდიოდა საქართველოში, რომ თავისი 4 შვილი და 6 უცნობი შვილიშვილები ენახა, როგორც კი საბუთი აიღო წავიდა საქართველოში, მაგრამ იგი საბედისწერო გახდა მისთვის… ჩასვლიდან ექვს დღეში გარდაიცვალა.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

ენატრებოდა ოჯახი და საქართველო, ეღირსა მის მიწაზე ფეხის დადგმა და სული დალია… სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ქალბატონი, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა საქართველოში მის მიწაზე..“, – წერს სიხარულიძე.

დატოვეთ კომენტარი