ვერძი დღე ჩვეულ ვითარებაში ჩაივლის. ეცადეთ შემოიფარგლოთ საკუთარი საქმეებით. დაიცავით წესრიგი თქვენს პირად სივრცეში.

კურო დღე შესაძლოა ნაყოფიერი იყოს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული საქმეების კუთხით. შეგიძლიათ იყოთ ინიციატორი როგორც პირად ასევე საქმიან სფეროში, თუმცა მოერიდეთ რადიკალურ ქმედებებს.

ტყუპები ნებისმიერი საქმე საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ თქვეს შინაურებს.

კირჩხიბი ეცადეთ დღე მშვიდ ვითარებაში გაატაროთ, ნუ შეგაშინებთ შფოთი და ხასიათცვალებადობა. თავი შეიკავეთ გარჩევებისა და კამათისგან. ნაყოფიერია დღე შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ლომი შესაძლოა ბრწყინვალე იდეები მოგივიდეთ როგორც საქმესთან დაკავშრებული, ასევე გარკვეული საკითხების საკორექციოდ. ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას, ყველაფერი კარგად გათვალეთ.

ქალწული იყავით მეტად მოქნილი და თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებისგან. საქმეში დაკვირვებულობა ბევრ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.

სასწორი იყავით გაბედული და აქტიური. ნუ იზარმაცებთ, გარკვეულად დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ სფეროში სადაც თვლით რომ თვენი შრომა სათანადოდ არ ფასდება.

მორიელი მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, ნუ მოტყუვდებით ლამაზი სიტყვებით. დრე მეტად გაატარეთ გამოცდილ, საიმედო ხალხთან და ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დღესაც არ გღალატობთ, სამაგალითო ხართ კოლეგებისთვის და ოჯახის წევრებისთვისაც. დაიცავით ზომიერება ხარჯებთან დაკავშრებით.

თხის რქა იყავით დაკვირვებული და ნუ დააგდებთ ტემპს. საკმაოდ ნაყოფიერია დღე თუმცა მიუხედავად მაცდუნებელი წინადადებებისა ახალი წამოწყებებისთვის მომდევნო დღეები შეარჩიეთ.

მერწყული ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით ეს ეხება საქმიან სფეროს, ნუ იზარმაცებთ, აუცილებლად მიიღებთ შედეგს თქვენს შრომაზე.

თევზები დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, ნუ მოეშვებით, იყავით დაკვირვებული და აქტიური. შესაძლოა მოგიწიოთ სამოგზაუროდ წასვლაც.