8 მარტი, თითქმის მთელს მსოფლიოში აღინიშნება, იტალიაში მას უწოდებენ ”ქალთა დღესასწაულს” (Festa della donna) , თუმცა, სინამდვილეში ეწოდება “ქალთა საერთაშორისო დღე” (Giornata internazionale della donna)
იტალიის რესპუბლიკაში, 8 მარტს იხსენებენ ქალების სოციალურ და ეკონომიკურ მიღწევებს, რომლებიც მუდამ იყვნენ ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი.

ეს დღე, პირველად აღნიშნეს 1909 წელს ა.შ.შ -ში . 1911 წელს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ხოლო იტალიაში, პირველად 1922 წელს აღინიშნა.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

1975 წელს გაერომ ოფიციალურად აღიარა 8 მარტი, როგორც ქალთა საერთაშორისო დღედ.

ამ დღეს იტალიაში, ქალბატონებს ჩუქნიან ყვითელ ყვავილებს, მიმოზას, რომელიც ყვავილობას სწორედ მარტში იწყებს.

იტალიის ყველა ქალაქში, 8 მარტს აწყობენ კონფერენციებსა და შეხვედრებს ქალებსა და მამაკაცებს შორის, სადაც ქალებზე დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემებს განიხილავენ.

წყარო: იტალიური ენა და კულტურა

დატოვეთ კომენტარი