თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, სადაც სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარებაც. წერს პრაიმტაიმი

მაშველები ამ წუთებში ბინაში შედიან. ცეცხლი პირველ სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცხადებენ, ამ დორისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.