სოციალურ ქსელში Centro servizi Geo House ავრცელებს პოსტს, აცრასთან და green pass თან დაკავშირებულ ბიოროკრატიულ პროცედურების თაობაზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს:

✅საკმაოდ მაღალი მომართვიანობიდან და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დღეს გაგაცნობთ აცრასთან და green pass თან დაკავშირებულ ბიოროკრატიულ პროცედურებს, რომლებიც საბოლოო ჯამში არც თუ ისე რთულია.

✅იტალიის ტერიტორიაზე მყოფი ემიგრანტები იყოფიან რამდენიმე კატეგორიად ანუ ისინი, ვინც ბევრი წელია ლეგალურად ცხოვრობს, ანუ მათ აქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის tessera sanitaria , ამ კატეგორიის ჯგუფში შემავალი ადამიანები აკეთებენ აცრის ჩანიშვნას, აცრის შემდგომ შემდგომ ტელეფონით იღებენ codice AUTHCODE, და სპეციალური საიტის მეშვეობით შეუძლიათ green pass ის გადმოწერა . პროცედურა საკმაოდ მარტივია, მთავარია არსებობდეს ზემოთ აღნიშნული რეკვიზიტები. მათ, ვისაც არ მიუვიდა მესიჯი, იგივე საიტიდან შეუძლით აღადგინონ codice AUTHCODE ის კოდი . ამ საიტის ლინკია შემდეგი dgc.gov.it

✅კატეგორია 2– ადამიანები, ვისაც განაცხადი აქვს გაკეთებული სანატორია 2020 , უკვე იყო გამოძახებული პრეფექტურაში, მინიჭებული აქვს კოდიჩე ფისკალი და ელოდება ან უკვე ჩააბარა ანაბეჭდები კვესტურაში .
ამ ჯგუში შემავალმა ადამიანებმა უნდა პირველ რიგში მოახდინონ საკუთარი მონაცემების რეგისტრაცია ადგილობრივი ASL ის ანაგრაფის განყოფილებაში. დაასახელონ მკურნალი ექიმი და მიიღონ სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის უფლება. ამასთან ასევე მიიღონ tessera sanitaria , რომელიც იგზავნება სანატორიის გაკეთების დროს დაფიქსირებულ მისამართზე. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ფურცელზე დაბეჭდილი ტესერის ფორმა, რომელსაც აქვს იგივე ვალიდურობა ,. თუ გამოცვლილი გაქთ მისამართი, გადაადგილებული ხართ სხვა რეგიონში, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა მოახდინოთ ცვლილების შეტანა შესაბამისი რეგიონის და ქალაქის agenzia del entrates ოფისში, ანუ ამ ჯგუფში შემავალი ადამიანებიც აცრას და შემდგომ მწვანე პასპორტის გადმოწერის პროცედურას გაივლიან იგივენაირად, როგორც ეს აღწერილი იყო ზემოთ .

✅კატეგორია 3. –ადამიანები, ვისაც გაკეთებული აქვთ განაცხადი სანატორია 2020, მაგრამ არ არიან გამოძახებულები პრეფექტურაში ანუ შესაბამისად მინიჭებული აქვთ მხოლოდ ნომრებით პირადი ნომერი. ყველაზე მარტივი გამოსავალი არის შემდეგი – ეს ადამიანები მიმართავენ ადგილობრივი ქალაქის ან რეგიონის ASL ის განყოფილებას და ითხოვენ დროებით სამედიცინო დაზღვევას ანუ ე .წ STP , ეს არის 6 თვიანი სამედიცინო დაზღვევის ფურცელი სპეციალური კოდით. აუცილებელია ამ ფურცლით მოხდეს აცრის დაჯავშნა და შემდგომ წარმოება. ანუ აცრის დროს უნდა იქნეს ეს სპეციალური კოდი გამოყენებული. ორივე აცრის გაკეთების შემდგომ იგივე საიტიდან ხდება მწვანე პასპორტის გადმოტვირთვა dgc.gov.it

✅კატეგორია 4.- უსაბუთო ემიგრანტები, მხოლოდ პასპორტით. მათაც, როგორც მესამე კატეგორიის ემიგრანტებმა, უნდა გაიარონ ანალოგიური პროცედურა. მოიპოვონ STP ის ფორმა, დარეგისტრირდნენ და აიცრან ამ ფორმით და მარტივად შეუძლიათ გადმოიწერონ მწვანე პასპორტი

გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი

✅კატეგორია 5 – საქართველოში აცრილი ადამიანები.
ამ ჯგუფისათვის კიდევ უფრო გამარტივდა საქმე, ვინაიდან მათ შეუძლიათ გადმოიწერონ მობილური აპლიკაცია, შეიყვანონ საკუთარი მონაცემები და მოიპოვონ მწვანე პასპორტი, რომელიც ვალიდურია ევროპის ქვეყნებში . აპლიკაციის დასახელებაა georgia e-health.

✅ბოლო კატეგორია ანუ ის ადამიანები, ვინც არ მიიღო მესიჯი, ან არასწორად მოხდა რეგისტრაცია.
ყველა ქალაქის აცრის ცენტრებში შექმნილია სპეციალური ოფისები ufficio green pass, სადაც მიმართვიანობის შემთხვევაში აუცილებლად აღმოგიჩენენ დახმარებას.

ჩვენი გუნდი გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და წარმატებებს. ❤❤❤

დატოვეთ კომენტარი