ავსტრიისა და უნგრეთის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელსაც ავტობუსით მიგრანტები გადაჰყავდა. ინფორმაციას ORF Burgenland ავრცელებს.

უნგერთის საზღვარზე ავსტრიის პოლიციამ გააჩერა ავტობუსი, რომელშიც 30 მდე სირიელი და ქურთი, მათ შორის ორი გარდაცვლილი იმყოფებოდა.

ქალები და ბავშები ავტომობილში არ იმყოფებოდნენ.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცების ასაკი 25-დან 30 წლამდეა.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.