ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წყლის არხში 22 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ახალი გათხოვილი იყო.

22 წლის გოგოს ოჯახის წევრები გუშინ დილიდან, პოლიციასთან ერთად ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.