იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შესაძლოა, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების ამუშავება გახდეს აუცილებელი.

“თუ ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, გაიზრდება 3-4-ჯერ, ეს გამოიწვევს ჰოსპიტალური შემთხვევების მატებას. თუ ეს მატება თუნდაც იმის მსგავსი იქნა, როგორც ინფიცირების შემთხვევებია, მაშინ შესაძლებელია, ქვეყანაში ისევ დადგეს აუცილებლობა საველე ჰოსპიტლების ამუშავების,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.