დღეიდან, 11 ოქტომბრიდან საქართველო აღარ არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის „წითელი სიაში“. გაერთიანებულმა სამეფომ კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი რეჟიმი მოუხსნა კიდევ 40-ზე მეტ ქვეყანას.

საქართველოს მოქალაქეები გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლას შეძლებენ ბრიტანეთის მიერ აღიარებული, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით სრულად, ორივე დოზით აცრის შემთხვევაში, ჩასვლიდან მეორე დღეს კი, PCR ტესტი უნდა გაიკეთონ. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები ვალდებულნი არიან საზღვარზე წარადგინონ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების უარყოფითი პასუხი და 10 დღით იყვნენ თვითიზოლაციაში, რომლის განმავლობაშიც, ტესტი ორჯერ უნდა გაიკეთონ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას “წითელ სიაში” ცვლილებები პერიოდულად შეაქვს ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით, რაც არ გამორიცხავს სიიდან ამოღებული ქვეყნის უკან დაბრუნებასაც

დატოვეთ კომენტარი