სოციალური ქსელის მომხმარებელი ანტიეკუმენისტი კატო ფეისბუკზე საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ემიგრანტებს აფრთხილებს. წერს, რომ ახლო მომავალში ადამიანები გზავნილებს ვეღარ განახორციელებენ.

„ემიგრანტებო და არა მხოლოდ!

ესპანეთმა წკვინტლიაო და არა ეპიდემია, ჯანმოს დირექტორმა ყველაფერს ზაფხულში დავამთავრებთო.

ეს სასიხარულო განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ანტიქრისტე გადადის გეგმა ბ -ზე! მეორე შეტევა იქნება ეკონომიკური კრიზისი, ელექტრონული ფული!!

ემიგრანტებო ფრთხილად!! ერთ დღესაც გზავნილს ვეღარ განახორციელებთ გაუფრთხილებლად. დაბრუნების დრო ახლოვდება! მე ვერ გავრისკავდი ასე, რა ვიცით ჩვენ რა დღიდან ვეღარ გადმოკვეთავ ქართველო საზღვარს კოდის გარეშე?

ყველას ვთხოვ ზღაპრები მესამე ტაძრის შენებაზე და მსგავსნი არ დამიწეროთ,ვიცი!

მე ვთვლი, რომ პანდემიის დასასრული იქნება აპოკალიფსური ბოლო 1260 დღის დასაწყისი.

ყველაფერი წაკითხული მაქვს, არ მინდა ერთი და იგივე შემოგდებული რიტორიკა ამ საკითხზე.
შეგიძლიათ უხმოდ არ დამეთანხმოთ!“, – წერს სოციალური ქსელში ანტიეკუმენისტი კატო.