ესპანეთში ახალი COVID შეზღუდვები ამოქმედდა. ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან COVID-19-ის გამო ამოქმედდა შემდეგი სახის შეზღუდვები:

⦁ შეიზღუდა ღამით გადაადგილება: კერძოდ ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე შეიზღუდა გადაადგილება.

⦁ შეიზღუდა სოციალური შეკრებები: შესაძლებელია შეიკრიბოს მაქსიმუმ 10 კაცი, გამონაკლისია პირები რომლებიც ერთად ცხოვრობენ.

⦁ აიკრძალა ღამის გასართობი ადგილების სტუმრობა.

⦁ რესტორნები: შიდა ტერიტორიაზე შესაძლებელია პირთა 50 % ის დაშვება ხოლო გარე პერიმეტრზე 100%ის.

⦁ 70 % მდე შეიზღუდა ნებისმიერი სახის კომერციულ,სპორტულ,კულტურულ და სხვა სახის რელიგიურ თუ სამოქალაქო ღონისძებებზე, ისევე როგორც გასართობ პარკებში დასწრება/დაშვება.

⦁ შეიზღუდა 50 % მდე აზარტულ/გასართობ ცენტრებში დაშვება.

⦁ რეკომენდირებულია ონლაინ რეჟიმში მუშაობა.

დატოვეთ კომენტარი