ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაციას საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი ტვირთის არასწორი დასაწყობების გამო მოხდა. რამდენიმე მეზღვაური გაჟონილი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. მათ შორის ერთი, ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ახალგაზრდას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მისი გადმოსვენების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.