ესპანეთის მოსახლეობა ციდან ჩამოცვენილმა 200-ზე მეტმა ფრინველმა შიშით შეიპყრო. ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 3 დეკემბერს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ციდან მოულოდნელად ორ ასეულზე მეტი ფრინველი ჩამოვარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეცა.

მომხდარ ინციდენტს ესპანეთის გარემოს დაცვის დეპარტამენტი იძიებს. წინასწარი ვარაუდით, ფრინველების ვარდნა, სავარაუდოდ, ელექტროსადენებთან მასიურმა შეჯახებამ გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი