დღეს გადაწყდება, მოაწერს თუ არა ხელს იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ახალ დეკრეტს.

ქვეყნის ორი ყველაზე დიდი პარტია, M5S და Partito Democratico, ვადის გახანგრძლივების მომხრეები არიან. M5S-ის ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ პანდემიის ახალი, მეხუთე ტალღისა და ახალი შტამის „ომიკრონის“ ფონზე, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ყველაზე ლოგიკური სვლაა. ამ მოსაზრებას ბოლომდე არ იზიარებს Lega Nord-ის ლიდერი მატეო სალვინი.

მისი აზრით, გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევია და ბოლო მონაცემებს უნდა დაელოდონ. რაც შეეხება Fratelli d’Italia-ს, მისი ლიდერის ჯორჯა მელონის თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, მოსახლეობის აბუჩად აგდებაა, რადგან წარმოუდგენელია საგანგებო მდგომარეობა გრძელდებოდეს ორი წელი. ის შეიძლება დააწესო თავიდან, როდესაც შექმნილი მდგომარეობის გამო, არ იცი როგორ მართო სიტუაცია, მაგრამ პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე, ნორმალურ ხელისუფლებას, უკვე უნდა შეეძლოს სიტუაციის მართვა. სტატია სრულად იხილეთ ლინკზე exclusive TV

გსურთ შეიძინოთ თურქული ავეჯი მაშინ გვეწვიეთ, ავეჯის სახლი ბელმონტე გელით !!!