ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების გამო იტალიის რამდენიმე რეგიონში ნადირობა აიკრძალა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აკრძალვა ქვეყნის ორ ჩრდილოეთ რეგიონზე ვრცელდება.

ღორის აფრიკული ჭირით დაავადებული ტახი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, პიემონტში აღმოაჩინეს.

იტალიის სოფლის მეურნეობის ეროვნული კონფედერაციის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 8,9 მილიონი ღორია.

დატოვეთ კომენტარი