ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში მოხუცს უვლის სოციალურ ქსელში აღსარების წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ იმ ოჯახის წევრი შეუყვარდა, რომელშიც მოხუცს უვლის.

„იმ მოხუცის შვილი შემიყვარდა, რომელსაც ვუვლი. ძალიან მერიდება ამ თემაზე საუბარი, ამიტომ ვარჩევ ინკოგნიტოდ დავრჩე, უბრალოდ რჩევებს ველი თქვენგან, რადგან არ ვიცი როგორ მოვიქცე.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

ყველაფერი კი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც სამსახურის რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ნეაპოლში ერთ ბებოსთან დავიწყე მუშაობა. ოჯახის გასაცნობად მისულს, მოხუცის ორი ვაჟიშვილი დამხვდა ცოლ-შვილით. ყველაფერზე შევთანხმდით, ხელფასზე, დასვენების დღეებზე, საკვებზე… ჩემთვის ყველაფერი მისაღები იყო, ამიტომ მეორე დღიდანვე შევუდექი მუშაობას.

ცოდვა გამხელილი ჯობია და უნდა გამოვტყდე, რომ ბებოს უმცროსმა შვილმა, პირველი დანახვისთანავე დამატყვევა. ზუსტად ისეთი მამაკაცია, როგორი წარმოდგენაც ზოგადად აქვთ საქართველოში მცხოვრებ ქართველებს იტალიელ მამაკაცებზე: საშუალო სიმაღლის, ათლეტური, გარუჯული, ეშხიანი, მოღიმარი, თვალებში მუდამ ეშმაკუნებით, სულ რომ გგონია გეფლირტავება.

პირველივე ჯერზე მივხვდი, რომ ჩემი საქმე „ცუდად“ იყო. ფრანკომ დაუკითხავად დაიდო ბინა ჩემს გულსა და გონებაში, მაგრამ იყო ერთი დიდი მაგრამ… ცოლი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა, გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდი. ყოველდღე სადილად ჩვენთან მოდიოდა, რადგან იქვე ახლოს მუშაობდა. წარმოიდგინეთ, რომ ჩემი დღე სადილიდან სადილამდე ლოდინი იყო. თვითონაც ძალიან კარგად მექცეოდა, რამდენჯერმე სუფრის გაშლაშიც მომეხმარა, ცოტ-ცოტას იტალიურსაც მასწავლიდა. ამ ხუმრობაში, როგორც ჩანს, მასაც გაუჩნდა გრძნობა. ნელ-ნელა მოუხშირა ლაპარაკს, რომ ჩემ საზოგადოებაში თავს ძალიან კარგად გრძნობს, რომ მისი მეუღლე მისთვის სულ უფრო უცხო ხდება და განქორწინებაზეც კი ფიქრობს.

მე ჯერ თავს ვიკავებ ჩემი გრძნობების ბოლომდე გამოხატვისგან, მაგრამ ვატყობ, რომ ყოველდღიურად უფრო აქტიური ხდება. არ ვიცი როგორ მოვიქცე და რა მოვიმოქმედო. ხან მგონია, რომ შემატყო ჩემი მისადმი გრძნობები და უნდა ისარგებლოს. ზოგჯერ კი ვფიქრობ, რომ მართლა მოვწონვარ და ჩემთან ყოფნა უნდა. თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემ ადგილას?“.

წყარო digest.pia.ge

დატოვეთ კომენტარი