იტალიაში, სიცილიურ ქალაქ რავანუზაში, 4-სართულიანი შენობა ჩამოინგრა – ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი  ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იტალიის სახანძრო სამსახურის ცნობით, ნგრევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ,მათ შორის რამდენიმე ბავშვია. რაც შეეხება გადარჩენილებს, მაშველებმა ნანგრევებიდან ამ დროისთვის 2 ქალის ამოიყვანა შეძლეს.

ადგილობრივი მედიის, ANSA-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შენობა გაზის  გაჟონვის შედეგად, გამოწვეული აფეთქების გამო ჩამოინგრა.

“გაზი დაგროვდა მიწისქვეშა ან დახურულ გარემოში. ლიფტის ჩართვას ასევე შეეძლო აფეთქება გამოეწვია. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ჩავატარებთ უფრო დეტალურ გამოძიებას”, – თქვა სახანძრო ბრიგადის მეთაურმა, ჯუზეპე მერედინომ. 

როგორც გამოცემა ANSA წერს, ამ დროისთვის ბუნებრივი აირის მილის დაზიანების სამ ვერსიას განიხილავენ: უამინდობა, ნიადაგის გადაადგილება ან ლიფტი.

 

დატოვეთ კომენტარი