იტალიაში, ქალაქ ტრიესტში პოლიციამ დაშალა აქცია, რომელზეც სამუშაო ადგილებზე სავალდებულო კოვიდ-სერტიფიკატებს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

რამდენიმე ასეული ადამიანი ტრიესტის პორტთან შეიკრიბა და გზა გადაკეტა. პოლიციამ აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით დაშალა. მსგავსი დემონსტრაციები ვენეციაში, რავენესა და გენუაში გაიმართა.

ცნობისთვის, 15 ოქტომბრიდან იტალიაში სახელმწიფო, ისევე საჯარო სექტორის თანამშრომლებმა სამსახურში კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარადგინონ.

კოვიდ-სერტიფიკატში მოცემულია ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, გამოჯანმრთელებისა ან ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ.

მანამდე ის მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის იყო აუცილებელი. სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს კი სავალდებულო ვაქცინაცია ეხებოდა.

ახლა QR-კოდი სამუშაო ადგილებზე ყველასთვის სავალდებულო გახდა. ამასთან, თუ თანამშრომელს კოვიდ-სერტიფიკატი სამუშაო ადგილას არ ექნება, დასაქმებულიც და დამსაქმებელიც, შესაძლოა, დაჯარიმდეს. ჯარიმის თანხა 400-დან 1000 ლარამდე მერყეობს.