იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებულია ე.წ. მწვანე პასპორტი იქონიოს, რომელიც ადასტურებს, რომ პირს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

მთავრობის მიერ მიღებული ეს ზომა კერძო და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 23 მილიონ ადამიანს შეეხება. კომპანიებს, რომლებიც მთავრობის მიღებულ წესს არ დაემორჩილებიან ჯარიმის სახით 1000 ევროს გადახდა მოუწევთ.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

მთავრობის მიერ მიღებულ ამ ზომას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება, რომში დღეს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ტრიესტეში კი, პროტესტის ნიშნად პორტი გადაკეტეს.

იტალიის მოსახლეობის 85პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

დატოვეთ კომენტარი