41 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველო, ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მიღებენ მონაწილეობას, რომელიც მომავალი წლის მაისში გაიმართება ტურინში, იტალიაში გაიმართება.

”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ 40-ზე მეტი მაუწყებელი კვლავ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, რომელიც ტურინში მომავალი წლის მაისში გაიმართება”, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ოსტერდალმა.

მან აღნიშნა, რომ იტალიური ტელეკომპანია Rai-ს სპეციალისტები “ბევრს მუშაობენ სანახაობრივი შოუს მოსამზადებლად”, რომელსაც თითქმის 200 მილიონი ადამიანი ნახავს.

ტურინი 2022 წელს ევროვიზიის სიმღერის 66-ე კონკურსს უმასპინძლებს. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს, ფინალი კი 14 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი Måneskin სიმღერით Zitti E Buoni გახდა.

მან ჟიურის შეფასებით 206 ქულა ხოლო მაყურებლისგან 318 ქულა მიიღო. მიღებული 524 ქულით მან გადაასწრო საფრანგეთს, რომელსაც ჯამში 499 ქულა ჰქონდა დაგროვებული.

დატოვეთ კომენტარი