იტალიაში, ქალაქ რიმინში შეარაღებულმა მამაკაცმა 4 ქალი და ერთი მცირეწლოვანი დაჭრა. დაშავებულები რიმინის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 2 მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პოლიციამ დამნაშავე, 26 წლის წარმოშობით სომალელი მამაკაცი შემთხვევიდან მალევე დააკავა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი თავშესაფრის მაძიებელია და ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ იმყოფება.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

მომხდარზე გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო და ინციდენტი “ექსტრემალურად სერიოზულ შემთხვევად” გამოაცხადა. მომხდარის გამო იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუჩიანა ლამორგემ საგანგებო საგანგებო ბრიფინგიც გამართა.

დატოვეთ კომენტარი