იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოს მესამე ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100კგ) მოუტანა.

ფინალში მან უზბეკი ძიუდოისტი დაამარცხა.

მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100) კი ფინალურ ორთაბრძოლაში უნგრელ სპორტსმენს სძლია და საქართველოს ნაკრების მონაგარი მეოთხე ოქროს მედლით გაამდიდრა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ირაკლი დემეტრაშვილი.