პანდემიასთან საბრძოლველად იტალია მკაცრ რეგულაციებს აწესებს და ითხოვს, რომ ყველა დასაქმებულმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უარყოფითი ტესტის პასუხი წარადგინოს. გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ მიიღო და ახალი წესი 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. წერს ამერიკის ხმა

იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება კოვიდ19-თან ბრძოლაში მსოფლიოში აქამდე მიღებულ რეგულაციებს შორის ყველაზე მკაცრია. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანაში ასეთი მკაცრი მოთხოვნები არ არსებობს.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

პრემიერ მინისტრის მარიო დრაგის კაბინეტში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობა ასევე იმედს გამთქვამს, რომ არავაქცინირებული ადამიანები დაფიქრდებიან და გადაწყვეტილებას შეცვლიან. ამ დროისთვის იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 80% კოვიდ-19-ზე აცრილია.

მთავრობის ამ გადწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი და პროფკავშირები მოითხოვენ, რომ კოვიდ19-ის ტესტები უფასო იყოს მათი მოქმედების ვადა კი 48 საათიდან 72 საათამდე გახანგრძლივდეს.

დატოვეთ კომენტარი