exclusive TV-ი, quotidiano.net-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ იტალიაში საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრის 21 საათიდან,  11 ოქტომბრის 21 საათამდე  გაგრძელდება და მის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსი, მატარებელი, თვითმფრინავი, მეტრო) მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ყველა დიდ ქალაქსა და რიგ  მცირე ქალაქებს. ტრანსპორტი მოსახლეობას მოემსახურებადაახლოებით  მხოლოდ დილის 6-დან 9 საათამდე და 18-დან 21-საათამდე.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

კონკრეტული დიდი ქალაქების განრიგი ასეთია: რომის საზ. ტრანსპორტი Atac, tpl, Cotral და მეტრო მუშაობს მხოლოდ 8:30 საათამდე, შემდეგ შეჩერდებიან და მუშაობას განაახლებენ 17-დან 20 საათამდე. მილანი: Atm და მეტროს შემთხვევაში შეზღუდვები დაიწყო 8:45 საათიდან, მოძრაობა აღდგება 15-დან 18 საათამდე და შემდეგ ისევ შეჩერდება, გაფიცვის დასრულებამდე. ნეაპოლი: ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ დღის შემდეგ მონაკვეთებში – 5:30-8:30 და 17:00-20:00.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, საუბარია შიდა ფრენებზე, საჰაერო მიმოსვლა განხორციელდება მხოლოდ შემდეგ საათებში – 7:00-10:00 და 18:00-21:00

სწრაფ მატარებელებზე შეზღუდვები გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება რეგიონალურ მატარებლებს, აქაც განრიგი მოქმედებს. მატარებლები იმუძრავებენ მხოლოდ შემდეგ საათებში: 6:00-9:00 და 18:00-21:00.

ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციებია დაანონსებული. ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან პროფკავშირები Cobas, Usb ასევე Cub, Unicobas, Sgb, Orsa და ა.შ. Usb-ს განცხადებით „ეს არის პასუხი დრაგი-ბონომის მთავრობისათვის, რომელიც თავს იტყუებს, რომ ქევყანასა და ასევე დასაქმებულ სექტორში შექმნილია მშვიდი სოციალური ფონი, მაგრამ მთავრობა ხალხსაც ატყუებს, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე.“

პროტესტის ფარგლებში პროფკავშრები ითხოვენ: სამუშაო საათების შემცირებას, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების მიღებას, სახელფასო მინიმუმის გათანაბრებას ევროპის სხვა ქვეყნების სახელფასო მინიმუმთან, უვადო სამუშაო კონტრაქტებს, ქალების ანაზღაურების თანასწორობას, Job act-ისა და ფორნეროს რეფორმის გაუქმებას, Green pass-ის არ ქონის შემთხვევაში სამუშაო ადგილისა და შემოსავლის შენარჩუნებას, უნივერსალური შემოსავლის განსაზღვრას ასევე ემიგრანტებისათვისაც, იმ დამსაქმებლებისთვის რომლებიც სამუშაო ადგილებზე შესაბამის უსაფრთხოების ზომებს არ იღებენ, სანქციების გამკაცრებას, ინვესტიციებისა და ფინანსური რესურსის მიმართვას ჯანდაცვისა და განათლების სისტემების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისკენ და ა.შ.

 

დატოვეთ კომენტარი