ქართული სამკერვალო კომპანია „იმერი“ მალე სამოსს იტალიას მიაწვდის. საქმე ისაა, რომ იტალიურ Moncler-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ჩატარებულია აუდიტიც, თუმცა პანდემიის გამო, პროდუქციის მიწოდება გაჭიანურდა.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა გვენეტაძე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ეპიდ. მდგომარეობა დასტაბილურდება და ქართულ პროდუქციას იტალიაში სექტემბრიდან გააგზავნიან.

ამასთან, როგორც გვენეტაძე „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, „იმერმა“ კიდევ ერთ საერთაშორისო ბრენდ Marks&Spencer-თან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. ამჟამად, ქალის ტანისამოსის მიწოდება Marks&Spencer -ისთვის უწყვეტად ხორციელდება .