იტალიაში, კუნძულ პანტერელიაზე ტორნადოს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში, მოტეხილობებითაა მოთავსებული, რომელთაგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ რამდენიმე ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ათობით საცხოვრებელი სახლი ჩამონგრეულია. ნანგრევებში მოყოლილია ავტომანქანებიც.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი


უამინდობის გამო პაციენტების სიცილიის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდება. სინოპტიკოსები უახლოესს საათებში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

წყარო მთავარი არხი

დატოვეთ კომენტარი