ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლამპედუზასთან იტალიის სანაპირო დაცვამ ნავიდან 539 მიგრანტი ჩამოიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“ვინაიდან ნავის ჩაძირვის საფრთხე არსებობდა, ადამიანები იტალიის საბაჟოს ხომალდზე გადაიყვანეს და ლამპედუზაში მიიყვანეს”, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

წინასწარი ინფორმაციით, ნავი იტალიის სანაპიროსთან ლიბიიდან მოხვდა. იქ ბევრი ქალი და ბავშვი იყო.

ორგანიზაციაში “ექიმები საზღვრების გარეშე” აღნიშნავენ, რომ გამომგზავრებამდე, სავარაუდოდ, მათ სცემდნენ, რადგან ადამიანების სხეულებზე ძალადობის კვალი შეინიშნება.

იტალიაში წელს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან 19 800 მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 6 700 იყო.

დატოვეთ კომენტარი