თურქეთის სანაპირო დაცვამ საბერძნეთის ტერიტორიული წყლებიდან თურქეთის სანაპიროს მიმართულებით დევნილი 92 არალეგალური მიგრანტი გადაარჩინა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

თურქეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, ნავები, რომლებითაც მიგრანტები გადაჰყავდათ, დასავლეთ თურქეთში, იზმირის პროვინციის ჩეშმესა და დიქილის რაიონების სანაპიროებთან იპოვეს.

ჩეშმეს სანაპიროსთან მიგრანტების ორი ჯგუფი, სულ 82 ადამიანი გადაარჩინეს. მიგრანტები საბერძნეთში გადასვლას გასაბერი ნავებით ცდილობდნენ.

დიქილის სანაპიროსთან კიდევ 10 მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი პატარა ნავში იპოვეს.

მიგრანტებს დახმარება გაუწიეს და იზმირის პროვინციის მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანეს.