კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 7 სექტემბრიდან, სახელმწიფო საზღვრები სრულად აცრილი უცხოელებისთვის გაიხსნება. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ამ დროისათის, კანადა რამდენიმე ტიპის ვაქცინას აღიარებს, ესენია: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson და AstraZeneca. კანადაში ჩასვლის მსურველებს ვაქცინა ქვეყანაში შესვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ გაკეთებული. გარდა ამისა, ტურისტებმა უნდა წარმოადგინონ უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც აღებულია კანადაში ჩასვლამდე 72 საათით ადრე.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

ამასთან, საჭიროა სპეციალური სამოგზაურო განაცხადის შევსება.

სრულად აცრილ უცხოელებს არ დასჭირდებათ 14-დღიანი კარანტინის გავლა.

დატოვეთ კომენტარი