ქართველი ემიგრანტი ნინო მოზესი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მზად არის საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ჩაჯდეს ციხეში.

ემიგრანტი ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ წერილი საქართველოს მთავრობამდე მიიტანოს.

ღია წერილი ნიკა გვარამიას.

გამარჯობა ბატონო ნიკა, მე ვარ ნინო მოზესი. თქვენი დახმარება მჭირდება ჩემი სურვილის მისატანად საქართველოს მთავრობამდე, ვცხოვრობ 20 წელია გერმანიაში.

ვარ 50 წლის ქალი, მყავს სამი შვილი, უკვე დიდები არიან. მაწუხებს ჩემი ხალხის გახლეჩა. გამოსავალს ვხედავ შერიგებაში, ურთიერთპატიებაში. არასოდეს ვყოფილვარ პარტიული, საერთოდ არც მიცხოვრია მიშას დროს საქართველოში. მეტიც, არჩევნებშიც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა.

მაქვს კარგად აწყობილი და დალაგებული, უზრუნველი ცხოვრება გერმანიაში, მაგრამ მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში, რათა დაიწყოს დიდი შერიგება ქართველებში
თუ ვინმეს სურს, შეუძლია შემომიერთდეს. მადლობა წინასწარ“- წერს ნინო მოზესი.