სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი იტალიაში ტრაგიკულად დაღუპული ემიგრანტის ამბავს ეხმაურება და წერს, რომ გუშინ იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეხუთე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.🥺😭უკვე მერამდენედ😭😭😭

თხოვნაა ხშირად მოიკითხეთ თქვენი ემიგრანტი ოჯახის წევრები და ახლობლები, მარტო ბანკში ფულის შესატანად და თქვენი ფინანსური კეთილდღეობისთვის არა, ყველაზე მეტად მათ უჭირთ რეალურად, თვეში ან კვირაში ერთხელ დასვენების დღეს გადაღებული ერთი მომღიმარი ფოტოთი ან უბრალოდ ფოტოთი ნუ იმსჯელებთ მათ მდგომარეობაზე, ყველა ცდილობს ოჯახს დაანახოს, რომ კარგადაა, რეალურად კი გულში სიმარტოვე, სასოწარკვეთილება, იმედგაცრუება და სინანულია…

აქ არ არსებობს ახალი წელი, დღესასწაული, დაბადების დღე, ემიგრანტი არის დაქირავებული მუშა ხელი, რომელიც ბოლო კაპიკამდე ოჯახს უგზავნის და ოჯახსაც ნელნელა მადა ჭამაში მოდის…

სხვისი ცხოვრების სასიკეთოდ თავს წირავენ, ამ დროს კი დაოჯახებული შვილები, გაზულუქებული ოჯახი ნაცვლად ხელის განძრევისა და დასაქმებისა, მუდამ ფულს გაიძახიან…
ახლავე დაურეკეთ და მოიკითხეთ თქვენი ემიგრანტი ახლობლები, ოღონდ არა ფინანსური ინტერესის ან ზრდილობისთვის, არამედ გულწრფელად🙏🙏🙏 რომ შეუმსუბუქოთ მარტოობა და სულის სიცარიელე, ერთ დღესაც შეიძლება თავად აღმოჩნდეთ მათ ადგილზე…

დღეს მეც ემიგრანტი ვარ…

 

დატოვეთ კომენტარი