საქართველოდან ლიეტუვაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა კაცი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ უკვე 6 დღეა ღამეს ხან ვილნიუსის სადგურში ხან კი აეროპორტში ათევს.

როგორც თავად ამბობს, ლიეტუვაში 18 ოქტომბერს მიწვევით ჩავიდა. დამსაქმებელი კომპანიისგან იცოდა, რომ უნდა ეტიკეტების დაკვრაზე საათში 5 ევროდ უნდა ემუშავა. ადგილზე მისულს კი სულ სხვა პირობები დახვდა და სამუშაო ხე-ტყის საწარმოში, საათში 4 ევროდ შესთავაზეს, რაზედაც უარი განაცხადა.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

„არც სასმელი მაქვს, არც საჭმელი, 4 ღამე სადგურში ვათენებდი…ახლაც ვილნიუსის აეროპორტში ვათენებ ღამეს…. ზუსტად 6 დღეა მშიერი ვარ, მათხოვარივით დარჩენილი ქუჩაში, ჭუჭყი მჭამს ისეთ მდგომარეობაში ვარ“, – ამბობს ემიგრანტი.

მისივე ვიდეოდან ირკვევა, რომ ლიეტუვაში ფირმა „ჰაირლაბმა” გაუშვა. წერს digest.pia.ge

დატოვეთ კომენტარი