Deutsche Welle-ს ინფორმაციით, 2019 წელს იტალიის პორტში ესპანური სამაშველო გემის შეშვების აკრძალვის გადაწყვეტილების შესახებ, პალერმოში იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მატეო სალვინის ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება, რისთვისაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში მოწმეების სტატუსით უკვე წარსდგნენ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და სხვა ყოფილი მინისტრებიც.

მატეო სალვინი იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2018-2019 წელს იკავებდა.

2019 წელს ესპანურმა სამაშველო გემმა ხმელთაშუა ზღვაში 160 მიგრანტი გადაარჩინა. გემმა იტალიის პორტ ლამპედუზაში ითხოვა შეშვება, რისი უფლებაც სალვინიმ არ მისცა. 19 დღის განმავლობაში გემი ღია ზღვაში იდგა.

ცხელი ამინდისა და აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობების გამო, მიგრანტთა დიდი ნაწილი ზღვაში გადახტა და ცურვით სცადა იტალიის ნაპირთან მისვლა. მოგვიანებით, იტალიის სასამართლომ, სამაშველო გემების იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის შესახებ მატეო სალვინის აკრძალვა გააუქმა და გემზე მყოფ 83 მიგრანტს პორტში შესვლის უფლება მისცა.

იტალიის შს მინისტრი ამტკიცებდა, რომ მისი გადაწყვეტილებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებით იყო განპირობებული.

დატოვეთ კომენტარი