ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მთხოვნელთა უმრავლესობას, რომელთაც ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვების გამო, შეუძლიათ მოითხოვონ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა, ან შეავსონ ახალი განაცხადები, – აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში ორშაბათს, 8 მარტს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა წინამორბედის მიერ დაწესებული აკრძალვა თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს, 2021 წლის 20 იანვარს გააუქმა და მას უწოდა „ლაქა ეროვნულ სინდისზე“.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ განმცხადებლებმა, რომლებმაც ვიზაზე უარი 2020 წლის 20 იანვრამდე მიიღეს, ახალი განცხადებები უნდა წარადგინონ და რეგისტრაციის ახალი საფასური გადაიხადონ. მათ კი, ვისაც უარი ეთქვა 2020 წლის 20 იანვარს ან მის შემდეგ, შეუძლიათ მოითხოვონ გადაწყვეტილების გადახედვა, განცხადების ხელახლა გაგზავნისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის გარეშე.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრიდან 40 000 ადამიანს აუკრძალეს შეერთებულ შტატებში შესვლა.