|

რა გჭირდება 6 სექტემბრიდან თურქეთში გადასასვლელად

რა არის საჭირო თურქეთში გადასასვლელად? – ეს კითხვა მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა თურქეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. ახალი წესების მიხედვით, 6 სექტემბრიდან, ანუ დღეიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ვალდებულია მოქალაქე აცრილი იყოს სრულად, ან კორონავირუსით ინფიცირებული უნდა იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაშია გაკეთებული.

ამას ნებისმიერი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს მოგთხოვენ, თუმცა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი რეგულაცია არ ვრცელდება „საავტომობილო, სატვირთო გადაზიდვების მძღოლებზე, ასევე მეზღვაურებსა და ტურისტებზე“.

თუ ტურისტი არ ხართ და თურქეთში სამუშაოდ მიდიხართ, ამ შემთხვევაში თურქეთში შესასვლელად ისევ დაგჭირდებათ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათში გაცემული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ეხება თუ არა ეს შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, მაგალითად, თურქეთში ჩაის, ან თხილს კრეფენ და ცნობილია, რომ მათ ტურისტული ვიზა აქვთ? – კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი დღის წინ მივმართეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც ჩაის პლანტაციაში მუშაობს და მანამდე თხილს კრეფდა. მასაც ამ თემაზე საუბრის დროს ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან „ტურისტული ვიზა“ აქვს.

„ცნობილია, რომ აქ ვინმე ჩაის კრეფს, თუ თხილს, ყველას ტურისტული ვიზა გვაქვს,“ – გვიყვება თურქეთში სეზონურად დასაქმებული კაცი. – „შრომითი ვიზა პრობლემაა, რადგან ამ დროს დამატებითი ვალდებულება აქვს დამსაქმებელს სახელმწიფოსთან, გადასახადი უნდა გადაიხადოს, დაზღვევაც უნდა გაგიკეთოს და ასე შემდეგ, ამიტომაც, ამას არ აკეთებენ. ათასობით ქართველი, რომელიც თაკარა მზეში მუშაობს ჩაიში, ან თხილს კრეფს, ტურისტია. ჩვენი ვალდებულებაა, ყოველ 3 თვეში უკან, საქართველოში დავბრუნდეთ.

მერე ისევ უკან ვბრუნდები ახალი, სეზონური საქმის შესასრულებლად,“ – გვიყვება თურქეთში სეზონურად დასაქმებული.

„ბათუმელების“ რესპონდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქე თურქეთში მხოლოდ მაშინ აიცრება, თუკი მას ბინადრობა აქვს.

„ძირითადად ბინადრობა იმათ აქვთ, ვინც უფრო ხანგრძლივად მუშაობს, მაგალითად, ბავშვები, ან მოხუცების მომვლელები. ასეთი ბევრი აიცრა, როგორც ვიცი. ჩვენ არ ვიცრებით და ვერც მოგვთხოვენ – ტურისტები ვართ,“ – დასძინა თურქეთში სეზონურად დასაქმებულმა, მას ჩაის პლანტაციაში შესვენების დროს გავესაუბრეთ.

Similar Posts

  • საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

    საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც emigrantebi.org უცვლელად გთავაზობთ: “თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 17 მაისის 05:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში, დახურული იქნება ყველა სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, გარდა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებისა, როგორიცაა აფთიაქი, მარკეტი…

  • დასაქმება იტალიაში – 3 ვაკანსია

    ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ მომვლელი ანაზღაურება:  1200 € ადგილმდებარეობა:  ROMA ტელ: 3332699255 ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ მომვლელი ანაზღაურება:  1.200 € ადგილმდებარეობა:  BRICHERASIO ტელ:  3665276475 ვაკანსიის აღწერა: ესაჭიროებათ მომვლელი ანაზღაურება:  უცნობი ადგილმდებარეობა:  ORISTANO ტელ:  3756026341  

  • დასაქმება იტალიაში – 4 ვაკანსია

    ვაკანსიის აღწერა: გვესაჭიროება მომვლელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამისთვის ანაზღაურება: უცნობია ადგილმდებარეობა: რომი ტელ: 3473837595 ვაკანსიის აღწერა: გვესაჭიროება მომვლელი 24/სთ ანაზღაურება: უცნობია ადგილმდებარეობა: ვენეცია ტელ: 3389924198 ვაკანსიის აღწერა: გვესაჭიროება მომვლელი 24/სთ ანაზღაურება: უცნობია ადგილმდებარეობა: CENTO ტელ: 3420639900 ვაკანსიის აღწერა: გვესაჭიროება ძიძა ანაზღაურება: უცნობია ადგილმდებარეობა: პორკარი ტელ: 3273015575

  • საელჩო ანკარაში მყოფ ქართველებს მიმართავს

    ანკარაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ანკარის თოჯინების მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, მაყურებელთა წინაშე, საბავშვო სპექტაკლით “რწყილი და ჭიანჭველა” წარსდგება “ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის” დასი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ…

  • ლირა კვლავ უფასურდება

    თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებით კვლავ ისტორიულ მინიმუმზეა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ დისკონტის განაკვეთის მორიგი შემცირების მოლოდინში ლირა გაუფასურებას განაგრძობს. დღის მეორე ნახევარში დოლარის კურსი ლირასთან მიმართებაში 10,25 ლირამდე გაიზარდა, რაც ახალი ანტირეკორდია. ოქტომბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თურქული ლირის კურსის რეკორდული ვარდნის ფონზე გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 18%-დან 16%-მდე შეემცირებინა, რამაც ლირის ვარდნა კიდევ უფრო…

  • 2 თვეში გერმანიაში საქართველოდან მხოლოდ 63 მოქალაქე დასაქმდა

    გერმანიაში, პროგრამის ამოქმედებიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან 271 პირი დასაქმდა. აქედან, საშემოდგომო სამუშაოებზე 63 ადამიანი გაემგზავრა – ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული შეთანხმებები არ არის დროში შეზღუდული და მისი განხორციელება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ,,გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2021…