ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – აქტიურები, მუდამ რაღაცით გატაცებული არიან. მათ ხასხასა საჩუქარი სჭირდებათ, რომელიც მთელ მათ ყურადღებას მიიპყრობს. ის ორიგინალური, ძვირადღირებული და დახვეწილი უნდა იყოს: მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში, ბრენდირებული ნივთი ან დიდი თანხა ელეგანტურ კონვერტში.

მიწის ნიშნები – კურო, ქალწული და თხის რქა – მიწიერი და პრაქტიკულები არიან. ყველაზე კარგია, პირდაპირ ჰკითხოთ, რა უნდათ საჩუქრად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ნივთი, როგორიცაა თეატრის ბილეთები ან უსარგებლო სუვენირი.

ჰაერის ნიშნებს – ტყუპებს, სასწორსა და მერწყულს – სიურპრიზები უხარიათ. მათ გაახარებს ხელნაკეთი საჩუქარი, სუვენირი შორეული ქვეყნიდან, უჩვეულო ფუნქციების მქონე ნივთი.

წყლის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი და თევზები – არაპროგნოზირებადი მეოცნებეები არიან. ხშირად მათ თავადაც არ იციან, რა სჭირდებათ, მაგრამ ამავე დროს ისინი ელიან, რომ თქვენ ზუსტად ისეთ საჩუქარს გაუკეთებთ, როგორიც მათ გააბედნიერებს. ამიტომ, მათთვის ერთნაირად სასიამოვნო იქნება საინტერესო წვრილმანიც და ისტორიის მქონე რარიტეტი და რაიმე ეროტიკულიც კი.

დატოვეთ კომენტარი