ვაზისუბანში, კორპუსში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება. დაშავებულებს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.

ცენტრის ექიმის, თეა უროტაძეს განცხადებით, 43 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი, დიაგნოზია სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე”, – განაცხადათეა უროტაძემ.

სამ დაშავებულს ინტოქსიკაცია აქვს, ისინი სტაციონარში მკურნალობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინა აფეთქდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია 4 ადამიანი.

საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში პირველ სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოივწვია.

თუმცა ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტს არ ადასტურებენ “თბილისი ენერჯიში”, რომლის წარმომადგენლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.  “თბილისი ენერჯის” თანამშრომლების პირველადი შეფასებით, აფეთქების მიზეზად ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის გაჟონვის ალბათობა არ იკვეთება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გსურთ შეიძინოთ თურქული ავეჯი მაშინ გვეწვიეთ, ავეჯის სახლი ბელმონტე გელით !!!