რომის პაპის სადესპანო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელი საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ”,-წერია Twitter-ზე გავრცელებულ სადესპანოს განცხადებაში.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. შსს-მ ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა.

საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ბათუმში გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დატოვეთ კომენტარი