საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19-ის ტალღის შესაკავებლად არსებული შეზღუდვები ერთი კვირით, 23 იანვრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.

შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ განცხადება საბერძნეთის მთავრობას ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას მოჰყვება.

ამჟამად არსებული შეზღუდვების თანახმად ყველა გასართობი ადგილი შუაღამეს იხურება. მაგიდასთან კი მაქსიმუმ 6 ადამიანი უნდა იჯდეს.

სამთავრობო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნახევარს სახლიდან მუშაობა მოუწევს, ხოლო სუპერმარკეტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებმა დამცავი პირბადე (KN95/FFP2) ან ორმაგი პირბადე უნდა ატარონ.

შეზღუდვების მოქმედების ვადა, სავარაუდოდ, 16 იანვარს ამოიწურებოდა.

დატოვეთ კომენტარი