საფრანგეთის 38 მილიონი მოქალაქე ერთჯერადად 100 ევროს მიიღებს.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ 38 მილიონ ადამიანს შორის ძირითადად პენსიონერები და სტუდენტები არიან, რომელთა შემოსავალიც თვეში 2 000 ევროს არ აღემატება.

ცნობილია, რომ მოქალაქეები თანხას დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე მიიღებენ.

საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბოლო დროს საფრანგეთში საწვავსა და ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდაა.