კომპოზიტორი იაგო ქებურია-ობრაზცოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ემიგრანტებს მიმართავს. წერს, რომ საქართველოდან წასული ხალხი ვერ გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა.

ძვირფასო და საყვარელო ემიგრანტებო, ძალიან გთხოვთ, ჭკუას ნუ გვარიგებთ!.. ვის, ვის და მე შემტკივა თქვენზე გული, მაგრამ ამაზრზენია, როცა იქიდან, ასეთი დამცინავი და მენტორული ტონით გვესაუბრებით. თქვენ არ იცით სრულად აქ რა ხდება… თქვენ ვერ გადაწყვეტთ, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ არა. თუ ასე შეგტკივათ გული, ჩამოდით.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

რუსეთთან თუ ვინმეს რამე აკავშირებს, ერთ-ერთი მე ვარ, მაგრამ რუსეთში მცხოვრებ ემიგრანტებს საერთოდ რა გაქვთ სათქმელი? ცვლილებები ჩვენც გვინდა, მაგრამ არა რევოლუცია და სიკვდილის ხანის დაბრუნება… საქართველო ქართველთა სასაკლაო არ უნდა გახდეს.

როცა ებრძვით რობერტ სტურუას, ქეთი დოლიძეს, მაშინ თქვენ ქართულ თეატრს ებრძვით… როცა ებრძვით ირმა სოხაძეს, ელისო ბოლქვაძეს, ნანული აბესაძეს და სხვა მომღერლებსა თუ მუსიკოსებს, თქვენ ქართულ მუსიკას ებრძვით… როგორც ჩანს, ყველაფერ ქართულს ებრძვით. მე არაფერს არ მოგიწოდებთ, გარდა ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულისა… და კიდევ, ივანიშვილის ხელფასიანი ხალხი მორალს ნუ გვიკითხავს და ნუ ამბობს, რომ ივანიშვილი ცუდია… ვის, ვის და თქვენ ყველაზე ცოტა უნდა ილაპარაკოთ ამაზე“, – წერს კომპოზიტორი.

წყარო digest.pia.ge

დატოვეთ კომენტარი