საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური აქცია დაიგეგმა.

აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 2021 წლის 24 მაისიდან – 2021 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან:

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

  • პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად;
  • ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით.

აქციის პირობები:

პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

  • არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პირველადი დოკუმენტის გაცემა);
  • ფლობს პირადობის არაელექტრონულ (ძველი ტიპის) მოწმობას (თუნდაც მოქმედს);
  • მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე;

ბიომეტრიულ პასპორტს,  50% შეღავათით მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

  • არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს),;

მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე.

დატოვეთ კომენტარი