ვაზისუბანში, სულაქველიძის ქუჩაზე 45 წლამდე კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

კაცს ერთი ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

თვითმხილველები ამბობენ, რომ დღის პირველ ნახევარში ორი გასროლა გაიგეს, ქუჩაში გამოსულებს კი კაცი დახვდათ დაჭრილი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი, 118 -ე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი