თბილისში მცხოვრები 27 წლის სალომე მარტიაშვილი საკუთარმა მეუღლემ ბლაგვი საგნით მოკლა, ადგილზე დანაშაულის კვალი გააქრო და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. ინფორმაციას “რუსთავი 2-ის” ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. იქვე იატაკზე ნახეს მისი მეუღლე, რომელიც გაზით ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცოტა ხანში ბინაზე გაწერეს. ადგილზე სამაშველო სამსახური ახლობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცოლ-ქმარი მთელი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოვიდა.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

პირველ ეტაპზე გამოძიება ქალის გარდაცვალების ვერსიად გაზით ინტოქსიკაციას განიხილავდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზამ სისხლის კვალს მიაგნო, აღმოჩნდა, რომ ქალს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სალომე მარტიაშვილის ოჯახი ადასტურებს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს მოკლულის მეუღლე, 25 წლის ანზორ ლურსმანაშვილი, გარდაცვლილი ქალის მამა კი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი

ანზორ ლურსმანაშვილს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ანზორ ლურსმანაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დატოვეთ კომენტარი