დასავლეთ თურქეთში 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (AFAD) ავრცელებს.

მისი ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დუზჯეს პროვინციაში, 18 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მიწისძვრა სტამბოლშიც იგრძნობოდა.