თბილისში, ვარკეთილის რაიონში, კომპანია “ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც emigrantebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.

მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.