ვენეციაში 1 ნოემბერს, საღამო მოქცევაა მოსალოდნელი, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება რაბების სისტემა Mose-ს ამოქმედებას გეგმავს. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

რაბების დახურვა დაახლოებით 18 საათზე დაიწყება, თუმცა ტექნიკური ჯგუფი უკვე მზადყოფნაშია.

არსებული პროგნოზით, 20:45 საათისთვის წყლის დონემ, შესაძლოა, 125 სანტიმეტრს მიაღწიოს. სავარაუდოდ, წყალგამტარი რაბების დახურვა მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც იქნება აუცილებელი.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს ვენეციის წმინდა მარკოზის მოედანი ზაფხულის პერიოდისთვის არადამახასიათებელი “მაღალი წყლით” დაიფარა. შედეგად რამდენიმე ადგილას წლის დონემ 1 მეტრით აიწია.