ვენეციის მთავრობა 2022 წლის ზაფხულიდან ქალაქის სტუმრებს გადასახადს დააკისრებს, ვიზიტებზე კი კვოტებს შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ამას გარდა, იტალიური ქალაქის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულების მონახულების მსურველებს წვდომის წინასწარი დაჯავშნები მოუწევთ.

გამოცემის ცნობით, გამტარი ტურნიკეტები ქალაქის ისტორიულ ცენტრთან მისასვლელ მთავარ ადგილებზე დამონტაჟდება.

ტურისტების შემოდინების კონტროლის ღონისძიებები ჯერ კიდევ პანდემიამდე, წლების განმავლობაში განიხილებოდა. წელს კი, როდესაც მოგზაურობა ნელ-ნელა აღდგა, შეზღუდვები ისევ დღის წესრიგში დადგა.

ვენეციაში შესვლა შეიძლება 3-დან 10 ევრომდე დაჯდეს, ეს დამოკიდებული იქნება სეზონზე და რამდენი ტურისტია მოსალოდნელი იმ დღეს ქალაქში. ადგილობრივები, მოსახლეობის ნათესავები და ტურისტები, რომლებმაც დაჯავშნეს ოთახი ვენეციურ სასტუმროში, გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლდებიან.