ვგეგმავთ რეგულაციების გამკაცრებას, იმისთვის, რომ ასეთი შეცდომა აღარ იყოს დაშვებული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც 26 მისის ქუჩაზე დაღუპულთა ხსოვნას, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პატივი მიაგო.

ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაკმაცროთ რეგულაციები, პროცედურები და პირობები ნებართვის გაცემის, უნდა გაკონტროლდეს მკაცრად, რომ ასეთი შეცდომა მეორედ აღარ იყოს დაშვებული.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ ტრაგედიაში. დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუგრთხილებლობა… ამას გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ისხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დატოვეთ კომენტარი