ბაღაშვილის ყოფილი ცოლი სკანდალურ ინფორმაციას პასუხობს

ცნობილი მუსიკოსის გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი, მსახიობი თაკო ტაბატაძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, ქმარს დაახლოებით სამი წელია, რაც დაშორდა და ამის მიზეზი წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გახდა. ამიტომ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე გაეგრძელებინათ ცხოვრება

როგორც მსახიობი ამბობს, რომ დღეს ყოფილ წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ოთხი საოცარი გოგონა ჰყავთ და მათ საერთო ძალისხმევით ზრდიან.
„პატარები ჩემთან არიან, თუმცა გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც, იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები️“, – დაწერა თაკო ტაბატაძემ.

“„პატარები ჩემთან არიან, თუმცა გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც, იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები️“, – დაწერა თაკო ტაბატაძემ.

მსახიობი ამჟამად შვილებთან ერთად კოვიდ-ინფიცირებულია და სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ უნდა საყვარელ საქმეს მალე დაუბრუნდეს.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თაკოს ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი ფეხბურთელი ნუგო სპანდერაშვილია. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს და ერთობლივ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში.

Similar Posts

  • აიკრძალება თუ არა ევროპიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვა

    საქართველოს ეროვნული ბანკში განმარტავენ, დეზინფორმაციაა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. როგორც სებ-ში აცხადებენ, აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა. „ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური ისე ქართული…

  • 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი უსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს და ნუ ენდობით სხვათა რჩევებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კარგად არ იცნობთ. ეფექტურობისთვის და კარგი შედეგის მისაღებად იმოქმედეთ მიღებული ნორმებისა და წესების დაცვით. კურო რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ პირველხარისხოვანი საქმეები, რომლებიც მომენტალურად უნდა შეასრულოთ და შემდეგ უკვე დანარჩენზე იზრუნეთ. ტყუპები სარიკსო გადაწყვეტილებების მიღებისას კარგად დაუფიქრდით მოსალოდნელ შედეგებს და…

  • იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების ზურაბიშვილს მიმართავენ

    იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს და მიმართვა სალომე ზურაბიშვილს. კადრებს აღნიშნული აქციიდან მთავარი არხი ავრცელებს

  • 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი ამჟამად წარმატებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. თუ საზღვარგარეთ მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, ისიც წარმატებული იქნება. თქვენი დახმარება მეგობრებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდება და იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე გასცემთ. დაუყოვნებლივ მოქმედება დაიწყეთ, რომ უნიკალური შანსი ხელიდან არ გაუშვათ. კურო რეგულარული ინვესტიცია დაგეხმარებათ თანხა უძრავ ქონებაში ჩადოთ, თუმცა მოვლენათა არასასურველმა განვითარებამ შეიძლება თქვენი შრომის შედეგი გააქარწყლოს. თავიდან დაიწყეთ. კეთილსინდისიერი შრომა…

  • იტალიაში აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

    იტალიაში, ქალაქ ტრიესტში პოლიციამ დაშალა აქცია, რომელზეც სამუშაო ადგილებზე სავალდებულო კოვიდ-სერტიფიკატებს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას ANSA ავრცელებს. რამდენიმე ასეული ადამიანი ტრიესტის პორტთან შეიკრიბა და გზა გადაკეტა. პოლიციამ აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი აირით დაშალა. მსგავსი დემონსტრაციები ვენეციაში, რავენესა და გენუაში გაიმართა. ცნობისთვის, 15 ოქტომბრიდან იტალიაში სახელმწიფო, ისევე საჯარო სექტორის თანამშრომლებმა სამსახურში კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარადგინონ. კოვიდ-სერტიფიკატში მოცემულია ინფორმაცია…

  • ქართველი ემიგრანტის ახდენილი ოცნება

    „საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კიდევ ერთმა ქართველმა ემიგრანტმა იასპარეზა – მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი ჰქონდა დავით ღვარძელაშვილს. Nomad Sports-მა ამ ამბავს ასე გამოეხმაურა. 17-წლამდელთა ნაკრებში მანამდეც იწვევდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრებისა და დოკუმენტების პრობლემების გამო ვერ ჩადიოდა. სამწლიანი ძალისხმევის შემდეგ ბიუროკრატიული დაბრკოლებები გადალახეს და ახალგაზრდა მეკარემ სამშობლოში დაბრუნება შეძლო. თუმცა, ახალი გამოწვევა ელოდა – „ვილიარეალის“ ახალგაზრდა მეკარე…